სელის თესლი დაფქული

სელის თესლი დაფქული

15 Gel

400 გრ
ხალხურ მედიცინაში სელის თესლს იყენებენ როგორც ხველების საწინააღმდეგო და ამოსახველებელ საშუალებას.
სელის თესლი გამოიყენება თირკმელების, შარდის ბუშტის და საშარდე სისტემის დაავადებების, ღვიძლის და პანკრეასის დაავადებების დროს.
გამოიყენება გასტრიტის, წყლულების, ქრონიკული კოლიტის, ნაწლავების ატონიის და ყაბზობის სამკურნალოდ.
სელის თესლი გამოიყენება გულსისხლძარღვთა დაავადებების და მათი პრევენციისთვის დროს.
სელის თესლი სასარგებლოა თმის, ფრჩხილებისა და კანის ჯანმრთელობისთვის.
სელის თესლი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც ესტროგენული თვისებები აქვთ და ეხმარება ქალის ორგანიზმს მენოპაუზის სიმპტომების მკურნალობისას ( განწყობის ცვალებადობა, სიმშრალე ინტიმურ ადგილებში და სხვა).
ამავე დროს, ეხმარება ქალებს, რომლებსაც აქვთ ჩასახვის პრობლემები და არარეგულარული მენსტრუალური ციკლი.
სელის თესლის სისტემატური გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმში მავნე ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას. სელის თესლი შეიცავს ხსნად ბოჭკოს, რაც ხელს უშლის ორგანიზმში ქოლესტერინის შეწოვას.
სელის თესლის მთავარი ინგრედიენტები ჯანსაღი ცხიმები და ბოჭკოვანი ნივთიერებებია, , რომლებიჩ ხელს უწყობს ორგანიზმს წონის კლებაში. B ჯგუფის ვიტამინთან ერთად, სელის თესლი შეიცავს მაგნიუმს, თუთიას და კალიუმს, რომლებიც ხანგრძლივი დროით ანაყრებს ორგანიზმს.
სელის თესლი ეფექტურია მკერდის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატის და საკვერცხის კიბოს პრევენციის და მკურნალობისას.
2 ტიპის დიაბეტით დაავადებულებში სელის თესლი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას. ამრიგად, სელის თესლში შემავალი ინგრედიენტები იცავს დიაბეტით დაავადებულებს თირკმლებისა და გულის დაავადებებისგან.
სელის თესლი შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებაა სხეულის გაწმენდისთვის ტოქსინებისგან და ქოლესტერინის დარეგულირებითვის, ღვიძლისა და საკვების მომნელებელი სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.
სელის თესლის რეგულარულად გამოყენება აძლიერებენ იმუნურ სისტემას და უმკლავდებიან ქრონიკული დაღლილობის, სისუსტის, ანთების და ყაბზობის სიმპტომებს, რომლებიც სხეულში ტოქსინის დაგროვების ნიშნად ჩნდება.
თუ პრობლემები გაქვთ სუსტ, უსიცოცხლო თმასთან, გაწუხებთ თმის ცვენა და გაყოფილი ბოლოები, მაშინ თქვენს მენიუში აუცილებლად უნდა იყოს სელის თესლი, მასში შემავალი ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები კვებავს თმას, აჯანსაღებს და მატებს ბზინვარებას, ხოლო ვიტამინი E კვებავს თმის ძირებსა და თავის კანს.
როგორ მივიღოთ სელის თესლი?
რეკომენდებულია დღეში 2-4 ჩაის კოვზი დაფქვილი სელის თესლის მიღება წყალთან ერთად.
დაასველეთ 15 გრ თესლი ჭიქა წყალში და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით თესლთან ერთად დალიეთ სითხე (რომელიც ჟელატინივით გახდება). გაიმეორეთ ეს კურსი ყოველდღე 2 კვირის განმავლობაში.
ასევე, შეიძლება მთლიანი მარცვალები (დაუფქველად) მოაყაროთ სალათებს, სუპებს, იოგურტებს, ხილისა და ბოსტნეულის წვენებს.
როდის არ უნდა მიიღოთ სელის თესლი?
თუ გაქვთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (მსხვილი ნაწლავის ფუნქციური დაავადება) ან კრონის დაავადება (ქრონიკული დიარეა), სელის თესლის მირება რეკომენდირებული არ არის.

ეს არ არის ნარკოტიკი.
არის საკვები დანამატი.