რატომ ჩნდება აკნე და ძირმაგარა? როგორ ვუმკურნალოთ მათ?
ჩვენ ვიცით, ამ დაავადების გამომწვევი ორი მიზეზი.
პირველი - იმაზე მეტი საკვების მიღება, ვიდრე მონელება შეგვიძლია.
მეორე - მიღებული საკვების მონელებამდე ისევ საკვების მიღება.
მაშინ როდესაც ხდება ზედმეტად მიღებული საკვების მონელება, მეტაბოლური ნარჩენები მატულობს და ორგანოები და სისტემები ზედმეტად იტვირთება და ზიანდება.
როდესაც დარღვეულია ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირება, იმყოფებით სტრესის ქვეშ, ან გადაჭარბებულად იღებთ მედიკამენტების, ორგანიზმში გროვდება ნარჩენი ტოკსიკური ნივთიერებები, რომლებიც გამოსავალ ეძებენ გამოსავალს ეძებენ.
ტოქსინები, რომლებიც არ გამოიყოფა ნაწლავების მეშვეობით გროვდება კანის ქვეშ. ორგანიზმი ცდილობს ეს ტოქსინები კანის ფორების ყველაზე შესაფერისი წერტილიდან დაუყოვნებლივ გამოდევნოს და ჩნდება აკნე, ხშირად სახეზე და ზურგზე.
ხანდაზმულ ასაკში აკნე დაკავშირებულია ღვიძლის სისუსტესთან, ახალგაზრდა ასაკში კი როგორც ღვიძლის სისუსტესთან, ასევე ჰორმონების გაუწონასწორებელ გამოყოფასთან, ანუ ჰორმონალურ დისბალანსთან.
აკნეს დროს ძალიან ეფექტურია ხიჯამა პროცედურა. ის გამოიყენება ნაოჭების საწინააღმდეგოდ, ლაქების და ჩირქგროვების ასალაგებლად. სინტეზური პრეპარატები რომლების აკნეს მკურნალობისას გამოიყენება ბლოკავს ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას, მკურნალობა ხანმოკლე ეფექტს იძლევა და გზას უხსნის სხვა დაავადებების წარმოქმნას.
ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი მეტაბოლურ ნარჩენებს კანის მეშვეობით გამოყოფს. ეს შეიძლება არასასიამოვნოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო და უვნებელი გზაა. აკნესა და ძირმაგარას დროს გამოიყოფა მავნე ზეთები, ბუნებრივი რბილი მეტაბოლური ნარჩენები.
როგორ ხდება საკვების მონელება ორგანიზმში?
პირველადი დანაწევრება ხდება პირის ღრუში, კუჭში და ნაწლავებში.
შემდეგ ღვიძლში.
შემდეგ სისხლში.
შემდეგი დანაწევრების დროს მეტაბოლური ნარჩენები გამოიყოფა ოფლისა და თმის მევეობით, ცხვირის ლორწოს, ყურის ცვილის. თმა და ფრჩხილები ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე საშიში მეტაბოლური ნარჩენები გამოიყოფა თმისა და ფრჩხილების მეშვეობით. ნარჩენები, რომელთა გამოდევნა შეუძლებელია გროვდება ქსოვილებს შორის და ჩნდება ანთება. ეს არის იმუნური სისტემის დამცავი მექანიზმი.
რამდენ დღეში ქრება ჩირქგროვა?
ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. თუ ქსურთ უმოკლეს დროში გაუკლავდეთ მას აუცილებელია 36 საათი განმავლობაში შეწყვიტოთ საკვების მიღება.
ანუ, ძალიან მნიშვნელოვანია საკვების ზომიერად მიღება.
ასევე თავი უნდა დავანებოთ დანამატების შემცველ საკვების მიღებას.
თქვენ იცით, რა მავნე დანამატებზე არის საუბარი.
აკნესა და ჩირქგროვების დროს დროს თავი შეიკავეთ სარეცხი საშუალებების და სხეულის მოვლის საშუალებების გამოყენებისგან.
ამ პრობლემების მოსაგვარებლად გირჩევთ დროგამოშვებით შიმშილს, ჰიჯამას და წურბელებს.
მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სწორი კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის გარეშე არაფერი შეიცვლება.