ფიჭვის გირჩის ზეთი

ფიჭვის გირჩის ზეთი

24.08.2023 დაწერილია


საუკუნეების განმავლობაში ფიჭვის ნახარშები და ნაყენები გამოიყენებოდა მრავალრიცხოვანი დაავადებების, მათ შორის წყლულების, რესპირატორული დაავადებების და ეფექტურ შარდმდენ საშუალებად. ფიჭვის ზეთი ითვლება უნივერსალურ მკურნალად, მისი ქიმიური შემადგენლობა დაგეხმარებათ გაიგოთ, რამდენად დიდი ფარმაკოლოგიური პოტენციალი გააჩნია ამ ბუნებრივ ნივთიერებას. ყველაზე პოპულარული კომპონენტია ქაფური, მისგან წარმოებული 20 პროცენტიანი ხსნარი ინექციისთვის, ქაფურის ზეთი, ქაფურის მალამო და ქაფურის სპირტი. ქაფური მნიშვნელოვანი კომპონენტია ასევე მრავალ პრეპარატში (მაგ: ვალერიანში). ქაფურზე დამზადებული სხვადასხვა წამალი სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ქაფური არეგულირებს სუნთქვას, ხელს უწყობს მეტაბოლურ პროცესებს მიოკარდიუმის დროს, გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი, პნევმონიის, სედატიური პრეპარატებით მოწამვლის, გულის უკმარისობის დროს, გამოიყენება ასევე, როგორც ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი ფართო სპექტრის დაავადებების მკურნალობისას. მისი ქიმიური შემადგენლობა მდიდარია სასარგებლო მინერალური ნივთიერებებით, კაროტინით, ასკორბინის მჟავით, ტანინებით, ეს კომპონენტები არის ფიჭვის გირჩებშიც, კვირტებშიც და წიწვებშიც. 

ფიჭვის ზეთი გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ასთმა, ფილტვების ანთება, გრიპი, ბრონქიტი, ასევე რევმატიზმის დროს, უროლოგიური დაავადებების დროს, თირკმელებისა და ღვიძლის გასაწმენდად.

 

ვიდრე დაიწყებდეთ ფიჭვის ზეთით მკურნალობას, ჩაიტარეთ ტესტი ალერგიულ რეაქციაზე, დაიწვეთეთ ფიჭვის ზეთი მაჯის შიგნითა ნაზ კანზე იქ, სადაც საათს იკეთებთ, თუ ცოტა ხანში ეს ადგილი შეგიწითლდათ და აგექავათ, მაშინ ფიჭვის ზეთზე უარის თქმა მოგიწევთ.

ფიჭვის ზეთის მომზადება სახლის პირობებში: კვირტები და პატარა წიწვები წვრილად დავჭრათ და მოვათავსოთ 2ლ მინის ქილაში, დავუტოვოთ ადგილი დაახლოებით 5 სმ და დავასხათ მცენარეული ზეთი, დავაფაროთ ქილას ოღონდ მჭიდროდ არა, შემდეგ ეს ქილა ჩავდგათ წყლიან ქვაბში და შევდგათ ცეცხლზე, ვადუღოთ 4/5 საათი, თუ წყალი დააშრება დაამატეთ. დროის გასვლის შემდეგ ბანკა გადაწურეთ მეორე ბანკაში, ისევ ჩაამატეთ ახალი კვირტები და წიწვები, ხელახლა შემოდგით ცეცხლზე და ისევ ადუღეთ, დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და მზადაა გამოსაყენებლად.

 

გახსოვდეთ, რომ ფიჭვის ზეთის გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს სუსტი ეფექტი და ეს არ იყოს თქვენთვის უსიამოვნო სურპრიზი. გაციების დროს ფიჭვის ზეთი წაისვით ცხვირის გარშემო და 1 წვეთი ჩაიწვეთეთ ორივე ნესტოში დღეში 3 ჯერ. ამ დროს შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები ცრემლდენა, ცემინება, წვა, მაგრამ ეს შეგრძნებები გაივლის სწრაფად. ამასთან ერთად გაიკეთეთ ინჰალაცია, ჩააწვეთეთ ცხელ წყალში 5-7 წვეთი ფიჭვის ზეთი და ისუნთქეთ რიგრიგობით ცხვირით და პირით 20 წუთის განმავლობაში. დადებითი ეფექტი აქვს ინჰალაციას ჰაიმორიტის დროს, გამოიყენება აგრეთვე, ჰაიმორიტის სამკურნალოდ დააწვეთეთ მარლაზე 2-3 წვეთი და დაიდეთ დაზიანებულ უბანზე, სადაც გამონაყარია, გააჩერეთ 10-15 წუთი, გაიმეორეთ პროცედურა 3-ჯერ დღეში.კარგია ღრძილების ანთების სამკურნალოდ, დაასველეთ ბამბა და წაისვით ღრძილებზე, პროცედურა გაიმეორეთ 3 საათის ინტერვალით, წვის შეგრძნების შემთხვევაში გაზარდეთ ინტერვალი. გამოიყენება ასევე იშიაზის, ოსტეოქონდროზის, ართრიტის და რადიკულიტის დროს შესაზელად, ნევროზისა და ძილის დარღვევების დროს გამოიყენეთ ფიჭვის ზეთი აბაზანის მისაღებად.